საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    VI საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი კავკასიის ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური პორტრეტი

    ღრმად პატივცემულო ქალბატონო / ბატონო

    გვაქვს პატივი მოგიწვიოთ VI საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კონგრესზე - კავკასიის ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური პორტრეტი.


    კონგრესი, რომელიც გაიმართება თბილისში (საქართველო), 2022 წლის 10-13 ნოემბერს, ეძღვნება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს.


    საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

    • იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები; ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები
    • კავკასიის ანთროპოლოგია
    • კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები
    • კავკასიის პალეოგრაფია
    • ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები
    • ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია
    • კავკასიის არქეოლოგიური კულტურები; კულტურის ისტორია
    • კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია

    სავარაუდოდ, კონგრესი გაიმართოს ონლაინ-ფორმატით (პირობებს გაცნობებთ დამატებით).

     

    მოხსენებათა თეზისები, რომელიც უნდა შესრულდეს ერთდროულად ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მიიღება 2022 წლის 15 სექტემბრამდე.


    პირობები:

    1. თეზისთა ქართული, ინგლისური და რუსული ტექსტების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 4 გვერდს;
    2. მასალა მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით ელფოსტაზე kongresi2022@tsu.ge;
    3. ტექსტი აიკრიფება A4 ფორმატით;
    4. შრიფტი ყველა სამუშაო ენისათვის - Sylfaen;
    5. შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1, ქვედა და ზედა არეები - 15 მმ, მარცხნიდან - 20 მმ, მარჯვნიდან - 10 მმ.

     

    პატივისცემით
    კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

    თარიღი: 30/05/2022